CNN: რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 160 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა
რუსეთმა უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს სულ 160 რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ CNN-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.
მაღალჩინოსნის თქმით, გაშვებული რაკეტების უმეტესობა „მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები“ იყო, ასევე, გამოყენებული იყო “საშუალო რადიუსის ფრთოსანი რაკეტებიც“.