ზაზა მარიდაშვილი: ბრიუსელში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან
“ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან, რისი ლოგიკური გაგრძელებაც უნდა გახდეს ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება”, – წერს იურისტი, ზაზა მარიდაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ცნობილია ისიც, რომ ამ პოზიციას ნატო-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნები უკვე მადრიდის სამიტზე დააფიქსირებენ და ეს იქნება უმთავრესი გზავნილი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში.
„ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან, რისი ლოგიკური გაგრძელებაც უნდა გახდეს ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება
ცნობილია ისიც, რომ ამ პოზიციას ნატო-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნები უკვე მადრიდის სამიტზე დააფიქსირებენ და ეს იქნება უმთავრესი გზავნილი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში;
აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არის სწორი და შეესაბამება ნატოს მიერ აღიარებულ სტანდარტებს;
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც სწორედ აღნიშნული სტანდარტების მატარებელია, რასაც, რა გასაკვირია და, ვერანაირად ვერ ჩაწვდა ოპოზიციის გაერთიანებული გონი.
მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესები პოპულიზმისა და გაუაზრებელი პოლიტიკური განცხადებებისთვის ადგილს არ ტოვებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ ამ საკითხებში ქულების დაწერის მიზნით ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობები, პირველ ყოვლისა, ჩვენ ქვეყანას აყენებს ზიანს“, – წერს ზაზა მარიდაშვილი Facebook-ზე.