კახა კალაძე: რაში მაინტერესებს, შალვა ნათელაშვილი შევა თუ არა პარლამენტში, ეს მისი გადასაწყვეტია

თბილისის მერი, კახა კალაძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესაძლო შესვლის საკითხს ეხმიანება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე კალაძეს – დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ეს თავად შალვა ნათელაშვილის გადასაწყვეტია.

“რაში მაინტერესებს, შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შევა თუ არ შევა, ეს მისი გადასაწყვეტია”, – ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები