ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღეს დაიწყეს სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება

 

“მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, ძველებმაც და ახლებმაც, მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღეს დაიწყეს სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება”,- ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სულ მიკვირს, რომ ამ ქართული საპასპორტო მონაცემების ადამიანებს, საერთოდ არ ესმით ქართველების.

საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა რაც მოლაშვილმა?, ეხლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით რაც საზოგადოებამ ნახა

ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ჯერ ერთი მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლის და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის”,- წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები