ვატო შაქარიშვილი: რამხელა წყალობა და მადლია იყო ქართველი და იცხოვრო ილია მეორის პატრიარქობის პირობებში

“რამხელა წყალობა და მადლია იყო ქართველი და იცხოვრო პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პირობებში. ეს არის დიდი საჩუქარი და ამავდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა,” – ამის შესახებ  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„ყველაზე მეტყველი არის ის ატმოსფერო, რაც საქართველოში სუფევს მისი გარდაცვალების წუთიდან. ჩვენ, მცირედმორწმუნეები, ხილულ სასწაულს ვეძებთ ამ ქვეყანაზე და ნამდვილი სასწაულია ის, რაც სამების ტაძარში და საქართველოში ხდება ამ დღეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა მან იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა წყალობა და მადლია იყო ქართველი და იცხოვრო პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პირობებში. ეს არის დიდი საჩუქარი და ამავდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვალდებული ვართ, ღირსეულად გავაგრძელოთ როგორც ერმა მისი გზა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები