ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი: დეზინფორმაციის წყალობით, უფასურდება და უფერულდება ის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებს

დეზინფორმაციის წყალობით, საზოგადოებას შთაბეჭდილება რჩება, რომ არჩევნები გაყალბდა. ამით უფასურდება და უფერულდება ის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თამაზ ფოლადაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე გასაუბრების პროცესზე განაცხადა, საჭიროა მეტი მხილება, ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მეტი პასუხის გაცემა, ასევე, მეტი კომუნიკაცია არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და საზოგადოებასთან.

„პირადად ჩემი ოლქის – ვაკის საარჩევნო ოლქის შემთხვევაში თამამად შემიძლია, ვთქვა,  არცერთი ფაქტი, რომ ვაკის საარჩევნო კომისიის დონეზე არჩევნები გაყალბდა – რომელიმე სუბიექტს ხმა დააკლდა ან მოემატა, არ ფიქსირდება. დეზინფორმაციის წყალობით, საზოგადოებას შთაბეჭდილება რჩება, რომ არჩევნები გაყალბდა. ამით უფასურდება და უფერულდება ის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებს. საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ტელევიზიებიდან, სოციალური ქსელებიდან ადგილი აქვს ცილისწამებას, ტალახის სროლას, ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“, – თქვა თამაზ ფოლადაშვილმა.

ფოლადაშვილის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენციის პრობლემა და მათი დაბალი კვალიფიკაციაა. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ანაზღაურება ძალიან დაბალია.

მას ასევე პრობლემად მიაჩნია, რომ საარჩევნო უბნები დროებითი ორგანოა, რომლებიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქმნება, რა დროში მიღებული სწავლაც შეიძლება, არაპროდუქტიული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები