ფოტო, რომელსაც ფეისბუქში ყველაზე მეტი „like“ აქვს
ფეისბუქში განთავსებულ ამ ფოტოს ყველაზე მეტი მოწონება აქვს. ფოტოს სულ 11 058 826 „like“ აქვს. Nick Vujicic-ს ფოტომ ლაიქების რაოდენობით ბარაკ ობამას და მისი მეუღლის ფოტოს გადააჭარბა, რომელსაც 4 443 693 მოწონება ჰქონდა და ამ დრომდე რეკორდული რაოდენობა იყო. ეს ნიკოლა ვუიჩიჩის ფოტოა, რომელიც კიდურების გარეშე დაიბადა. ამის მიუხედავად, ნიკმა, ტერფის მაგვარი წანაზარდით მხარზე, ისწავლა სიარული, ცურვა, კომპიუტერის მოხმარება, დაკვრა და წერა. ის არის მაგალითი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა ადამიანებისთვის, რომელთაც სასოწარკვეთა იპყრობს.