ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ცაგერში მმართველი პარტიის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს შეხვდნენ
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს გიორგი ნემსაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე.
დღესვე შეხვედრები გაიმართება წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში.