„ოკუპირებულ აფხაზეთში ურთულესი ეპიდვითარებაა, ყველა კლინიკა გადავსებულია, ავადმყოფებს ვერ უვლიან“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ურთულესი ეპიდვითარებაა.

როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოკუპირებულ რეგიონში კლინიკები გადავსებულია.

„კოვიდსიტუაციის მხრივ საქართველოში მძიმე ვითარებაა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კიდევ უფრო რთული გახლავთ. იქ რიცხვები შეიძლება, დიდი არ იყოს, მაგრამ დადებითობის მაჩვენებელი ბოლო დღების განმავლობაში 25 %- ს ქვემოთ არ ჩამოსულა, 25 %-ზე მეტია, ეს კატასტროფაა.

დღეის მდგომარეობით, აფხაზებს 4800-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავთ, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ. კლინიკებში მკურნალობას 300 ადამიანი გადის. ამ 300-დან 50-ზე მეტი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველა კლინიკა გადავსებულია, ავადმყოფებს ვერ უვლიან. რუსული საველე ჰოსპიტალი ჯერ კიდევ სოხუმშია, სადაც 94 ავადმყოფი წევს. ურთულესი ვითარებაა. ადამიანები იღუპებიან, მათ შორის  ახალგაზრდებიც. სულ 435-ზე მეტი გარდაცვლილი ჰყავთ. ეს აფხაზეთისთის დიდი რიცხვია“, – განაცხადა გამახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები