რომის პაპი აცხადებს, რომ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო დამწუხრებული და დარცხვენილია

რომის პაპი ფრანცისკე საფრანგეთის კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის თქმით, აღნიშნული ფაქტებით ის დამწუხრებული და დარცხვენილია.

„მსურს, მსხვერპლებისადმი ჩემი მწუხარება გამოვხატო, წუხილი იმ ტრავმის გამო, რომელიც მათ გადაიტანეს და ასევე ჩემი სირცხვილი, ჩვენი სირცხვილი, ეკლესიის ზედმეტად ხანგრძლივი უუნარობის გამო“, – განაცხადა პაპმა.

მისი თქმით, მსგავსი რამ კათოლიკურ ეკლესიაში აღარასოდეს უნდა მოხდეს.

5 ოქტომბერს დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელთა მიხედვითაც საფრანგეთში 1950 წლიდან დღემდე 216 000-ზე მეტი ბავშვი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2 500-გვერდიან მასალაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა სისტემატიურად ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები