შარლ მიშელი: ევროკავშირში ბალკანეთის ქვეყნების მიღების საკითხზე უთანხმოება ნარჩუნდება

 

“ევროკავშირში გრძელდება დისკუსიები იმის შესახებ, არის თუ არა მზად ბლოკი, ახალი წევრები მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების პირობა ძალაშია”, – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დასრულების შემდეგ.

“სიმართლე გითხრათ, 27 წევრს შორის ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება”, – თქვა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღიარა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაბლოკვა რეგიონში ევროკავშირის მიმართ ნდობას ასუსტებს.

“დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირს ეკუთვნის. გვსურს, რომ ისინი ევროკავშირში იყვნენ. ჩვენ ერთი ევროპული ოჯახი ვართ. საერთო ისტორია გვაქვს. ვიზიარებთ იდენტურ ფასეულობებს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთნაირი ბედისწერა გვაკავშირებს”, – თქვა მან.

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ჯერ კიდევ 18 წლის წინ დაჰპირდა წევრობის პერსპექტივას, თუმცა, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, საფრანგეთი და ნიდერლანდები ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სწრაფ მიერთებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები