ავტოავარიების აღმოსაფხვრელად, ევროპარლამენტარები ინიციატივით გამოდიან

ევროკავშირის დეპუტატები ახალი ინიციატივით გამოდიან, რათა 2050 წლისთვის ევროკავშირში შემავალი ქვეყნების გზებზე ავტოავარიები აღმოფხვრან.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა DELFI ავრცელებს.

მიზნის მისაღწევად, ისინი საგზაო მოძრაობის წესების მეტად გამკაცრებას გეგმავენ.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ყოველწლიურად ევროკავშირის გზებზე 22 700 ადამიანი იღუპება, ხოლო 120 000 მძიმე ტრავმებს იღებს.
ცნობისთვის, ევროკავშირში საავტომობილო გზებზე გარდაცვალების მაჩვენებლის კლება შეჩერდა და ბოლო 2 წლის განმავლობაში მაჩვენებელმა მხოლოდ 36 %-ით დაიკლო. ბოლო ინფორმაციებით, 2020 წელს ევროკავშირში მილიონიდან 42 ადამიანი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები