სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა

 

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1155 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა – NEWS.am ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსისგან 21 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ინფიცირებული კი სხვა თანმდევი დაავადებების გამო დაიღუპა.

ცნობისთვის, სომხეთში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით, ჯამურად, 6 661 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაინფიცირდა 267 363 ადამიანი, რომელთაგან 245 757 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები