დიდ ბრიტანეთში ქალმა 11 კბილი საკუთარი ხელით ამოიღო

დიდ ბრიტანეთში, ბერი-სენტ-ედმუნდში ქალმა 11 კბილი საკუთარი ხელით ამოიღო, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო სტომატოლოგთან მოხვედრა ვერ შეძლო.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა METRO ავრცელებს.

როგორც დანიელ ვოტსმა განაცხადა, საკვების მიღება ტკივილგამაყუჩებლების გარეშე გაუსაძლისი იყო, რის გამოც თვითმკურნალობა გადაწყვიტა.

“არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, სადაც მივედი, ყველგან უარი მითხრეს”, – განაცხადა დანიელ ვოტსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები