აშშ-ში მამაკაცმა შეყვარებულის ჯადოს მოხსნის პირობის შეუსრულებლობისთვის ექსტრასენსს სასამართლოში უჩივლა

აშშ-ში მამაკაცი ექსტრასენსს სასამართლოში უჩივის, რომელმაც მას ყოფილი შეყვარებულის მიერ დადებული წყევლის მოხსნა შესთავაზა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც თაღლითობის მუხლით შედგენილ საჩივარშია ნათქვამი, მაურო რესტრეპომ ყოფილი შეყვარებულის მიერ, საკუთარ ოჯახზე დადებული წყევლის მოსახსნელად, ექსტრასენს 5100 დოლარი გადაუხადა.

როგორც მაურო რესტრეპო აღნიშნავს, ექსტრასენსის თქმით, თუ ის წყევლას არ მოხსნიდა, მისი ოჯახი ბედნიერად და უსაფრთხოდ ვერ იცხოვრებდა.

ამჟამად, მაურო რესტრეპო კომპენსაციის სახით 25 000 დოლარის გადახდას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები