დავით ქართველიშვილი: ქაოსსა და მშვიდობას შორის, წარსულსა და მომავალს შორის კომპრომისი არ უნდა არსებობდეს

“სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნება – თქვენს საძინებლებში კამერების დაყენების, ციხეების გავსების, თქვენი ქმრებისა და ვაჟების “გაქათამების”, თქვენი მატერიალური კეთილდღეობის განადგურების ტოლფასი იქნება”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ქაოსსა და მშვიდობას შორის, წარსულსა და მომავალს შორის კომპრომისი არ უნდა არსებობდეს.
„ვინც მართლა ვერ ატყობს ბოლო ნახევარ წელიწადში საგარეო თუ საშინაო ფრონტზე გამოცოცხლებულ საქართველოს, ვინც უარყოფს ჩვენი ქვეყნის მიერ წამყვანი რეგიონული მოთამაშის როლის დაბრუნებას, ვინც ჯიუტად ვერ იმჩნევს პრემიერმინისტრის აქტიურობას, დაუღალავ შრომას სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად და ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმართულ ძალისხმევას – არა თუ ბრმა, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტერი და მავნებელია.
კოლექტიური სააკაშვილისთვის – მხდალი, მანიაკი, მშიშარა, ჯალათი-ავტოკრატისთვის თითოეული მიცემული ხმა პირდაპირი ღალატის ტოლფასია, არ აქვს მნიშვნელობა, 5-ს შემოხაზავ თუ 25-ს! ქაოსსა და მშვიდობას შორის, წარსულსა და მომავალს შორის – კომპრომისი არ უნდა არსებობდეს.
სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნება – თქვენს საძინებლებში კამერების დაყენების, ციხეების გავსების, თქვენი ქმრებისა და ვაჟების “გაქათამების”, თქვენი მატერიალური კეთილდღეობის განადგურების ტოლფასი იქნება! უაზროდ პროვოცირებულ ომებში ჩვენი გენოფონდის განადგურებას, ლტოლვილთა ახალ ნაკადებს ქვეყანაში ვინ დაუსვა წერტილი – ეს ყველას კარგად უნდა გახსოვდეთ! სიკეთესა და ბოროტებას შორის, საქმესა და პოპულიზმს შორის სხვაობას – უნდა არჩევდეთ! ამიტომ და მხოლოდ ამიტომ არის უალტერნატივო – შემოხაზე 41!!! ეს არჩევანი სინამდვილეში ძალიან მარტივია – გენეტიკურად ქართველი ხარ თუ უკვე გენმოდიფიცირებული“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები