ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს განცდა, რომ კარზე ისევ 2012 წელია და ხალხმა ისევ უნდა გააკეთოს ისტორიული არჩევანი

,,არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ჭეშმარიტების მომენტიც ახლოვდება, ასევე, დგება საზოგადოების სიმწიფის და ისტორიული მეხსიერების ტესტის მომენტიც’’, – წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მოუწოდებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ.

,,არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ჭეშმარიტების მომენტიც ახლოვდება, ასევე, დგება საზოგადოების სიმწიფის და ისტორიული მეხსიერების ტესტის მომენტიც.
მაქვს განცდა, რომ კარზე ისევ 2012 წელია და ხალხმა ისევ უნდა გააკეთოს ისტორიული არჩევანი, როგორც მაშინ ჩამოაშორა ხელისუფლებას დამნაშავე რეჟიმი, ისევე არ უნდა დაუშვას დამნაშავე რეჟიმის რევანში, რომლის აღებაც მათ სწყურიათ იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ისინი 2012 წელს გაისტუმრეს.
“ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების ხელისუფლებაში დაბრუნება = ახალ სამხედრო კონფლიქტს რუსეთთან და, დიდი ალბათობით, ახალი ტერიტორიების დაკარგვას.
“ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების დაბრუნება = დემოკრატიული პოპულიზმით შეფუთულ ტერორს სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ.
“ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების დაბრუნება = ყველა იმ საძაგლობას, რასაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი უთხრა 2012 წელს.
რა თქმა უნდა, არჩევანი ხალხზეა!’’, – წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები