თამთა მეგრელიშვილი – გიორგი გახარიაზე: სამარცხვინოა, ივანიშვილმა „კაცი“ არაფრიდან გაქცია კაცად და თავაწეული ამბობ „ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლაო”

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ახლა უკვე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.

“რამდენიმე თვის წინ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ამბობდა: რომ მისთვის “ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა პირდაპირ ივანიშვილზე გადის და სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა

ის, რომ “ქვეყანამ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და, ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება”.

წინასაარჩევნოდ დასმულ იგივე კითხვაზე კი ურთიერთგამომრიცხავი

რამ უპასუხა: ” ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა …”

რა სირცხვილია!

კაცმა არაფრიდან გაქცია კაცად…

იყავი შინაგან საქმეთა მინისტრი;

იყავი ვიცე პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;

იყავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი

გეცოტავება?!

იქნებ კიდევ უფრო მეტს იმსახურებდი და

ვეღარ მიიღე?!

სამარცხვინოა!

ივანიშვილმა “კაცი” არაფრიდან გაქცია კაცად და თავაწეული ამბობ ” ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლაო…”

რა გაუმაძღრობა გჭირს ასეთი!!!

ვინ ვის არ გაუმართლა და უღალატა საკითხავია!

2 ოქტომბერს გაეცემა პასუხი შენს ღალატსაც”,- წერს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილი, გახარია, ივანიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები