“მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება”

ფეისბუქგვერდი “სინამდვილეში” ელისო კილაძესა და რამდენიმე მედიასაშუალებას დეზინფორმაციაში ამხელს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მედიასაშუალებები მამუკა მდინარაძის მიერ 2019 წელს გაკეთებულ განცხადებას ავრცელებენ, როგორც ახალ ამბავს, ამასთან, თავად განცხადებაც დამახინჯებული სახით არის წარმოდგენილი.

“ელისო კილაძე და რამდენიმე „მედიასაშუალება” ავრცელებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, თითქოს, მამუკა მდინარაძემ 2019 წელს განაცხადა, რომ: „ოპოზიციას უნდა არჩევნები „ქართულმა ოცნებამ” წააგოს”. ამასთანავე, კილაძე და „მედიასაშუალებები” ამ დეზინფორმაციას ასაღებენ, როგორც „ახალ ამბავს”.

სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ 2019 წლის 20 დეკემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ოპოზიციას სურს ისეთი საარჩევნო მოდელი, რომლის მიხედვითაც, მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არჩევნებში ვერ შეძლებს გამარჯვებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები