გოგა ჩანადირი: ძალიან მრცხვენია იმ თანამემამულეების გამო, კაფე-ბარებში მომხმარებლებს რომ ატყუებენ

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი ტურისტების მოტყუების ფაქტზე დაკავებული,  კაფის მეპატრონის საქმეს ეხმაურება. მისი თქმით, კაფე “სკარპაში” თავადაც შესწრებია მსგავს ფაქტს.

“ძალიან მრცხვენია იმ თანამემამულეების გამო, კაფე-ბარებში მომხმარებლებს რომ ატყუებენ.
პოლიციამ ახალახან თაღლითობის ბრალდებით კაფე “სკარპას” მეპატრონე დააკავა.
ამ კაფებში 2-ჯერ ვნახე პოლიცია და მოდავე ტურისტები და მივხვდი, რომ თაღლითობასთან, ფასების განგებ მომატებასთან გვქონდა საქმე.
მეპატრონეს პირადად ვკითხე, რას დავობდა ტურისტი და მითხრა, როცა ითვრებიან, რა დალიეს, მერე ავიწყდებათო.
არადამაჯერებელი პასუხი იყო და ამის შემდეგ “სკარპაში” სიარული შევწყვიტე.
კვირების შემდეგ შემთხვევით რომ ჩავუარე, მიმტანმა მკითხა, სად დაიკარგეთ, რომ არ ჩანდით, მეგონა, კორონა გქონდათო.
მიზეზი მხოლოდ გულში ვთქვი.
მე მხოლოდ ორჯერ ვნახე აქ პოლიცია. ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ იყო მისული.
პირველივე ჯერზე რომ დაეწყო გამოძიება, მეპატრონე ახლა ნამდვილად ვეღარ შეძლებდა ერთ-ერთი მომხმარებლის ბარათიდან სამჯერ 5 ათასი ლარის ქურდულად მოხსნას, ისევე, როგორც სხვა ტურისტების მოტყუებას.
ვერ ვიტან ნაძირლებს, თაღლითებს, ჩვენი ქვეყნის შემარცხვენლებს.
ახლა ძალიან მრცხვენია, რომ იმ კაფეში დავდიოდი და ჩემი გადახდილი თანხებით მას ვაძლიერებდი”, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები