ნათელაშვილი სააკაშვილს პასუხობს – “მე იგივე ვარ, მარად და მარად”

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, „ფეისბუქით“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არცერთ ოპოზიციურ პარტიას პულსი არ ესინჯება.

„მე იგივე ვარ, მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და, ფაქტობრივად, მარტო თვითონ და ბიძინაა, იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია, არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე, ქართველ ხალხთან. პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ, ეს რეჟიმი ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში, როგორც პოლიტდევნილებს, საიდანაც ენამზე,მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები