კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია.

“დღეს ელჩი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა და მათთან მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძირითად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს წინსვლის გზები განიხილა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ყველა პარტიის ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები