“დაცინვა არ მოვაკლოთ” – როგორ მოუწოდებენ მოქალაქეებს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში სუს-ის დაცინვისკენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების შემდეგ, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები უწყების მისამართით მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებენ, სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც სუს-ის წინააღდმეგ განცხადებებს ავრცელებენ.
“კვირამ” მოიპოვა ე.წ. სქრინი, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, ფეისბუქმომხმარებელი თეკო გოგია ჯგუფის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი თანამშრომლების დაცინვისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა დღეს ოფიციალური განცხადება გამოაყვეყნა. უწყების განმარტებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა სუს-ის თანამშრომლების მხრიდან უკანონო მიყურადება მიმდინარეობს, სიცრუეა და აღნიშნული საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივებას ემსახურება.