თენგიზ ცერცვაძე: თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა განაპირობა როგორც „დელტას“ შტამის ცირკულაციამ, ასევე ხალხმრავალმა შეკრებებმა და რეკომენდაციების არშესრულებამ.

ცერცვაძემ მოსახლეობას ყველა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დელტას“ შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით 2-ჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. „დელტას“ შტამი ცალსახად ერთ-ერთი მიზეზია ინფიცირებულთა ზრდის. მეორე მიზეზია ის,რომ მოსახლეობამ არასწორად გაიგო იმ შეზუდევის მოხსნა, რაც განხორციელდა. ჩათვალეს, რომ ის შეზღუდვები, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესია და ეკონომიკისთვის, მოიხნა, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, ვალდებულებები არ მოხსნილა, მოიხსნა ის შეზღუდვები, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადეების ტარება დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ერთადერთი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ეს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, თუნდაც დიდი დაბადების დღეები, შეკრებები, კონფერენციები, აქციები, მიტინგები, ყველაფერი ამისგან ცოტა ხანი თავი შევიკავოთ, სანამ ეს ტალღა ან ბუნებრივადა არ წავა კლებისკენ ან ქვეყანაში იმდენი იმუნური ფენა არ გვეყოლება, რომ უკვე ამან გახადოს შესაძლებელი ზრდის ტენდენციის შეჩერება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები