იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია.
იაკობ ქაჯაია ზაფხულის თამაშებზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური შეხვედრა ხვალ შედგება. ქართველი მოჭიდავე ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
ამ დროისთვის, ოლიმპიური ოქრო ერთმა სპორტსმენმა – ლაშა ბექაურმა მოიპოვა.