თენგიზ ცერცვაძე: ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებს დაავადება ძალიან იოლად გადააქვს

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“. ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა კარგია. როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება. არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

ვერ ვიტყვი, რომ ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილებს უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე სხვა ვაქცინებით ვაქცინირებულებს. ასე, რომ ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. მანამდე კი სანამ ვაქცინაცია თავის შედეგს არ გამოიღებს და ეს 2-3 თვის შემდეგ იქნება, მანამდე მასიურად ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები