გელა ჩარკვიანმა „ლიტერას“ კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა

გელა ჩარკვიანმა „ლიტერას“ კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გამომცემლობა „არტანუჯი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის, – ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „მწერალთა სახლის“ დირექტორი ნატა ლომოური არ გამორიცხავს, რომ ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ აღარ ჩატარდეს, თუ კულტურის სამინისტრო დათმობებზე არ წავა.

შეგახსენებთ, რომ “ლიტერას” კონკურსს მწერლების ნაწილმა უნდობლობა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ჟიურიში კულტურის სამინისტრომ საკუთარი წარმომადგენელი შეიყვანა. პროტესტის ნიშნად ჟიური ყველა წევრმა დატოვა, გარდა სამინისტროს წარმომადგენლისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები