მე ვარ ანტივაქსერი, მაგრამ დღეს „გავიჩხირე, ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემ განწყობებში, – ნახეთ, რას ჰყვება ანტივაქსერი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ხშირად გამოირჩევა ანტივაქსერული პოსტებით, თუმცა დღეს მან განაცხადა, რომ ვაქცინა გაიკეთა.

როგორც ხოფერია წერს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ბოლო გამოსვლამ გადააწყვეტინა.

„მე დღეს გავიკეთე ვაქცინა! 2 დღით ადრე გავიკეთე პსრ-ი (უარყოფითი) ანტისხეულებზე ანალიზი ( 0,4) და დღეს გავიჩხირე.. მე ვარ ანტივაქსერი! მე არ მომწონს ზეწოლა და ჩემი თავისუფალი ნების შეზღუდვა, მაგრამ…. ჯანდაცვის მინისტრის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო ძალზე ადამიანური, მართალი და ვფიქრობ, გასათვალისწინებელი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემ განწყობებში! მიეცით ადამიანებს საკუთარი თავის და ნების გამომჟღავნების უფლება! ნუ შეაშინებთ და შეურაცხყოფთ მათ! ნუ გახლეჩთ და მტრად ნუ აქცევთ ადამიანებს! მე, ვაქცინირებულ ანტივაქსერს მიყვარხართ თქვენ, ადამიანებო”, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები