თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემაში სრული მზაობაა იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აიცრან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში სრული მზაობაა იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აიცრან.

მისივე თქმით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანმანათლებლო სექტორის პერსონალმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

„დღეს, ჯანდაცვის სისტემაში სრული მზაობაა იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აიცრან. ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად მოწყობილი სესიების მეშვეობით აიცრან, რათა გარანტირებულად ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათივე გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მათ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აქტიური კონსულტაციები გვაქვს განათლების სამინისტროსთან, რათა სექტორის შიგნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს საგანმანათლებლო სექტორის პერსონალის მოწვევა. ვაქცინაციაში ძალიან ბევრი ჩაერთო და იცრება. საუნივერსიტეტო სივრცეში, ვაქცინაციის დიდი ცენტრის მოწყობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოიყოს ცალკე კუთხე პედაგოგებისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინაცია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები