რა მიზნით აწყობენ კარვებს რესპუბლიკურის და ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში – თამარ გაბუნიას განმარტება

რა მიზნით აწყობენ კარვებს რესპუბლიკური და ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში – ამის შესახებ განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე გააკეთა.

„გუშინ მივიღეთ შეკითხვები, თუ რა კარავი გაჩნდა რესპუბლიკურის ეზოში. ასევე ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში. ამისი მიზანია ერთადერთი, თუ იქნება უამინდობა, მაგალითად, წვიმა და მოქალაქეს, რომელიც რეგისტრაციის გარეშე მოვა, შესაძლოა, დიდი რიგი დახვდეს, დაყოვნების საშუალება ექნებათ კარვებში, რომლებიც მოეწყობა იმგვარად, რომ კომფორტული იყოს იქ გაჩერება. ეს არის გადაწყვეტა იმ მოსალოდნელი ნაკადებისთვის, რასაც ჩვენ ველოდებით. იმუნიზაციის საბჭოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო, რომ უმოკლეს ვადაში ყველა ამცრელ კლინიკას ვირტუალური კაბინეტი გაუაქტიურდება. ანუ რეგისტრაციის გარეშე მოქალაქეებს შეუძლიათ, მივიდნენ და აიცრან უკვე ნებისმიერი ვაქცინით. არა მხოლოდ „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, არამედ „ფაიზერითაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები