“ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკონტროლებს ეგრეთწოდებული საზღვრის მიმდებარედ არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის და უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტომ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა რეგიონში არსებულ ორგანიზებულ ფერმებსა და მოსახლეობას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები