ივანე ჩხაიძე: ვაქცინის მეორე დოზის მწარმოებლის შეცვლა იმ ადამიანებს შეეძლებათ, ვისაც პირველ ჯერზე გვერდითი რეაქციები დაუდგინდათ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინის მეორე დოზის მწარმოებლის შეცვლა იმ ადამიანებს შეეძლებათ, ვისაც პირველ ჯერზე გვერდითი რეაქციები დაუდგინდათ​.

„ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, ეს გვერდითი რეაქცია შემდეგ შეფასებული იქნა იმუნიზაციის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც გვერდით მოვლენებს აფასებს, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით. ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ გვქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული შესაბამისი ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთოს „ფაიზერით“ ან ნებისმიერი სხვა, რომელიც მას სურს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები