ბრიტანეთის საბჭომ ინგლისური ენის მასწავლებლების განაცხადების მიღება დაიწყო

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“.


ერთობლივი ძალისხმევით პარტნიორები პილოტირებას გაუწევენ მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების მოდელს ინგლისური ენის ყველა მასწავლებლისათვის საქართველოს მასშტაბით. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა იქნება, უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალი სისტემები ქართულ რეალობაში გამოიცადოს, რაც თავისთავად დაეხმარება “e-განათლების სახლის” ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნაში ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.

“პარტნიორული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორების შერჩევა. ამჟამად პროექტში ჩართულია 130 ფასილიტატორი.
ამ ეტაპზე ვაცხადებთ პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება -საქართველო“ მონაწილეობით დაინტერესებულ ინგლისური ენის მასწავლებლეთა განცხადებების მიღებას. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2021 წლის 1 სექტემბრამდე.

პროექტში მონაწილე მასწავლებელთა რეგისტრაციას ონლაინ პლატფორმაზე და მათთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს 2021 წლის სექტემბერიდან.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადის ბმული განთავებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე. იხილეთ ბმული აქვე: https://bit.ly/otcforteachers”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები