ივანე ჩხაიძე: დავივიწყოთ წვეულებები, ქორწილი, ქელეხი – 2-3 ინფიცირებული “დელტა” ვარიანტით დახურულ სივრცეში ყოფნისას საკმარისია, რომ ათეულობით ადამიანი დააინფიციროს
“ეს კვირა გადამწყვეტია, როგორც ვაქცინაციის, ისე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასებისა მომდევნო დღეების პროგნოზირების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2 და სამი ინფიცირებული “დელტა” ვარიანტით ორი-სამი საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში ყოფნისას სავსებით საკმარისია, რომ ათეულობით ადამიანი დააინფიციროს.
“ეს კვირა გადამწყვეტია, როგორც ვაქცინაციის, ისე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასებისა მომდევნო დღეების პროგნოზირების თვალსაზრისით. საჭიროა – უფრო მეტი იმუნიზირებული, უფრო მეტი სიფრთხილე, უფრო მეტი ადამიანისთვის ნიღბის ტარების ვალდებულება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში.
რაც ყველაზე მთავარია, დავივიწყოთ წვეულებები, ქორწილი, ქელეხი. 2 და სამი ინფიცირებული “დელტა” ვარიანტით ორი-სამი საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში ყოფნისას სავსებით საკმარისია, რომ ათეულობით ადამიანი დააინფიციროს”, – აღნიშნა ჩხაიძემ.