გია ვოლსკი: ჩუღურეთში კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით
დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში. აქვეა სათამაშო და სავარჯიშო მოედნებიც. დიდებს პატარები შეუვარდნენ, ფეხბურთი შეაწყვეტინეს და შტურმით აიღეს აქაურობა, არის ერთი ჟრიამული”, – წერს ვოლსკი.