პრემია “ლიტერას” ჟიური მესამე წევრმაც დატოვა

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის უკვე მესამე წევრი ტოვებს. მთარგმნელი ​ ​ოქტაი ქაზუმოვი სოციალურ ქსელში ჟიურის დატოვების შესახებ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა.

“მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი “მილისტის” წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის”, – წერს ოქტაი ქაზუმოვი.

მანამდე “ლიტერას” ჟიური დატოვეს მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა და მწერალმა და კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმა.

ცნობისთვის, „მწერალთა სახლის“ ინფორმაციით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსში 5- წევრიანი ჟიური იყო წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია; მწერალი რეზო თაბუკაშვილი; მწერალი, კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე. ხოლო დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები