პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია.

“ამა წლის 29 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კახა კუჭავა ოჯახთან ერთად ესტუმრა.

გულთბილი შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა”, – წერია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები