ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი ვაშაძეზე – დღეს ამაზე კომიკურს ვეღარაფერს მოისმენთ და ნახავთ, შარლ მიშელის ფრაქციის წევრი შარლ მიშელს აკრიტიკებს

„შარლ მიშელის ფრაქციის წევრი შარლ მიშელს აკრიტიკებს. ხვალ ალბათ სახელსაც გადაარქმევს ფრაქციას, ან შესაძლოა დღესვე“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე შარლ მიშელის ფრაქციის წევრს გიორგი ვაშაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მიშელის განცხადება იყო არასწორი და კატეგორიულად მოითხოვს შეთანხმების გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას.

„აღარ იწვალოთ, დღეს ამაზე კომიკურს ვეღარაფერს მოისმენთ და ნახავთ. შარლ მიშელის ფრაქციის წევრი შარლ მიშელს აკრიტიკებს. ხვალ ალბათ სახელსაც გადაარქმევს ფრაქციას, ან შესაძლოა დღესვე. დაახლოებით იცით როგორი ფაქტია? ქრისტიანმა რომ ქრისტე გააკრიტიკოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები