ლაშა ბექაური: წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით

ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა განაცხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ჩემს გულშემატკივარს. მინდა ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს მივულოცო. ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ბოლომდე ვიბრძოლე დღეს ჩემი სამშობლოსთვის, დამიფასდა ეს ბრძოლა, გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე ეს დიდი ოცნება. ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ექიმებმა და მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში საქართველო 35 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები