“მძიმე ტრავმა და შესრულებული პირობა” – ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ემოციური ფოტო
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის ემოციური ფოტო ვრცელდება, რომელიც ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგაა გადაღებული.
როგორც საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ფეისბუქის გვერდზე წერს, ზურა ექიმმა პირობა დადო რომ მიუხედავად ლაშა ბექაურის მძიმე ტრავმისა, ის მას სრულად გამოაჯანმრთელებდა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა.
“ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშა ბექაურის უმძიმეს ტრავმას მოჰყვა!
ზურაბ კახაბრიშვილმა დადო პირობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად!
ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!
ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე”, – წერია ასოციაციის გვერდზე.