ნინო ჯღარკავა: გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე “კოვიდით” გარდაიცვალა
გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე “კოვიდით” გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე გარდაიცვალა “კოვიდით” უსაყვარლესი თორნიკე გოცირიძე.
დანა კბილს არ გვიხსნის ისე გვეტკინა ყველას, დილით მამა გარდაეცვალა,საღამოს თავად კლინკაში ,,,ფაიზერს”, ელოდებოდა ვერ მოუსწრო და მერე ვინმე, რომ ენას წაგიტლიკინებს კოვიდი გრიპია, აცრა რათ გვინდაო, რა უნდა უთხრა, ღმერთმა გაანათლოს თორნიკეს სული.
ძალიან მიყვარდი კარგო ადამიანო ,დიდი დანაკლისია შენი უდროოდ გარდაცვალება კორპორაციისთვის”, – წერს ნინო ჯღარკავა.