შს მინისტრი თეა წულუკიანისა და “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინციდენტზე – ახლა მომახსენეს ეს ამბავი, მოვიკითხავ

ახლა მომახსენეს ეს ამბავი, მოვიკითხავ, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თეა წულუკიანისა და “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრი ამბობს მას არ უნახავს რა მოხდა რეალურად.

“სიმართლე გითხრათ ახლა მომახსენეს ეს თემა. მე არ მინახავს რეალურად, რა მოხდა. მოვიკითხავ, დაზუსტებით ვერ გეტყვით ზუსტად რა მოხდა. მითხრეს რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე. გავერკვევით აუცილებლად,” – განაცხადა ვახტან გომეალურმა რუსთავი 2 -ის “ღამის კურიერში”.

ცნობისთვის, დღეს კულტურის მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით 112-ზე შეტყობინება შევიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები