„გორგია“ 23 წლის იუბილეს 60%-მდე ფასდაკლებით აღნიშნავს

17 ივლისს კავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ 23 წლის ხდება. კომპანია 1998 წელს დაფუძნდა და წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც მიაღწია.

„გორგია“ 3 ფილიალს თბილისში, უფრო კონკრეტულად კი დიდუბეში, ქავთარაძის სითი მოლსა და გლდანის სითი მოლში ფლობს. საქართველოს რეგიონებში ფილიალები წარმოდგენილია ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, მარნეული და თელავი. როგორც აღვნიშნეთ, კომპანია საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა და ოფისები თურქეთსა და ბულგარეთშიც აქვს.

იუბილესთან დაკავშირებით  16-17-18 ივლისს „გორგია“ თავის მომხმარებლებს გრანდიოზულ აქციებს, საჩუქრებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. ეს ფასდაკლებები ჰიპერმარკეტის ყველა ფილიალში 15 000-ზე მეტ პროდუქტზე გავრცელდება.

გაგაცნობთ ფასდაკლებებს პროდუქტების მიხედვით:

  • კარისა და ხელსაწყოების სექციებში ცალკეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლება;
  • აბაზანის სექციაში, კერამიკულ ფილებში, შპალერისა და ლამინატის სექციებში სპეციალური აქციები და 40%-მდე ფასდაკლება;
  • საღებავების, ავეჯისა და ბაღის სექციებში სპეციალური აქციები და 40%-მდე ფასდაკლება;
  • სასახურავე მასალებსა და ტექნიკაზე 30%-მდე ფასდაკლება;
  • სამშენებლო მასალებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასდაკლება 25-50%-ის ფარგლებში.

ამ ფასდაკლებებით სარგებლობა და დამატებითი საჩუქრების მიღება მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც „გორგიას“ ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ მაღაზიაში www.gorgia.ge.

აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებებთან და საჩუქრებთან ერთად იმოქმედებს უფასო მიტანის სერვისიც, რომელიც ფილიალების მიხედვით, სხვადასხვა შენაძენებიდან იწყება. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეძენილი პროდუქციის მიღებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ.

R

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები