მედიის წარმომადგენლები შსს-სთან აქციას მართავენ
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები საგამოძიებო უწყებასთან რამდენიმე მოთხოვნით შეიკრიბნენ.
ისინი ტელეკომპანია “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავასა და სხვა ჟურნალისტებზე ძალადობაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.