ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” საკანონმდებლო წინადადებას „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თაობაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ჩნდება თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციისა და განთავსების მიზნებისათვის ერთგვარად სპეციფიკური, ტრადიციული თამბაქოს ნაწარმისაგან განსხვავებული პირობები და ვალდებულებები.
მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ მიღებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის არსს, რომელსაც მხარდაჭერას თვით მწეველებიც კი უცხადებენ.
მისი თქმით, როდესაც ნორმატიული აქტის კონტროლის შესაბამისად გამოკითხვა ჩატარდა, თვით მწეველთა 86%-მა მადლობა გამოთქვა კანონის სწორედ არსებული ფორმით მოქმედებისთვის და ამიტომ, კანონის გაუარესების მიმართულებით ცვლილებების მხარდაჭერა მიზანშეწონილი არ მიაჩნია.
„კომიტეტი პირდაპირ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც გვაკისრია – მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჯანდაცვის კომიტეტი ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ვერ იზრუნებს იმაზე, რომ გავზარდოთ თამბაქოს მწეველთა რიცხვი.
ისე რომ, თამბაქოსგან თავისუფალ გარემოში ვიცხოვროთ – არ მოვწიოთ.
არა თუ ნაკლები, საერთოდ არ მოვწიოთ, იმიტომ, რომ თამბაქო კლავს”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. კანონპროექტს კომიტეტის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები