ციციშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი: პედიატრიის კუთხით მომართვიანობა სტაბილურია, ბოლო 24 საათში არ გაზრდილა

“პედიატრიის კუთხით მომართვიანობა სტაბილურია, ბოლო 24 საათში არ გაზრდილა”, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც „ინდური“ შტამი 2-ჯერ მეტად ვრცელდება.

„პედიატრიის კუთხით მომართვიანობა სტაბილურია, ბოლო 24 საათში არ გაზრდილა. ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც „ინდური“ შტამი 2-ჯერ მეტად ვრცელდება, ვიდრე ვრცელდებოდა წინა შტამები, მაგრამ ის, რომ ბავშვებში უფრო მეტად იწვევდეს გართულებას, ასეთი შემთხვევა, საბედნიეროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები