ვატო წერეთელი: შაბათს, 18:00 საათზე გვექნება დიდი აქცია რუსთაველზე

“პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ ოთხმა მაუწყებლობამ ერთად შეწყვიტა ეთერი”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, შაბათს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია იგეგმება.

“პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ ოთხმა მაუწყებლობამ ერთად შეწყვიტა ეთერი. გუშინ რეგიონული არხებიც გაითიშა. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით უფრო ხმამაღლა გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ჩვენ გეგმებს რაც შეეხება, შაბათს, 18:00 საათზე გვექნება დიდი აქცია რუსთაველზე”, – ამბობს წერეთელი.

ცნობისთვის, “დაისაჯოს ყველა მოძალადე!” – პროტესტის ნიშნად, ოთხმა ტელეკომპანიამ: “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს. ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები