ამირან სალუქვაძე: სტუდიებში აღარ შევალთო, უთქვამთ – არც ხართ შესაშვები
სტუდიებში აღარ შევალთო, უთქვამთ. არც ხართ შესაშვები, – წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” გვერდზე.
მისივე თქმით, ყველა თავის სახეს აჩვენებს
“სტუდიებში აღარ შევალთო, უთქვამთ. არც ხართ შესაშვები. ბარიკადები და კვერცხების სროლაა თქვენი საქმე. აწი ბალანსს არ დავიცავთო. როდის იცავდით? თქვენი ხელისუფლების დროს, რომ პოლიციელისთვის საღებავი დაგესხათ თავზე, ნახავდით რაც მოგივიდოდათ. მადლობა პოლიციელებს მოთმინებისთვის, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევებში, სულაც არ ევალებოდათ. ყველა თავის სახეს აჩვენებს”,- წერს იგი.