ლადო სადღობელაშვილი კელი დეგნანს – ჩვენი ქვეყნის ისტორია 20 საუკუნეს მაინც ითვლის, თქვენი 3-საც კი ვერ, ჩვენ ქალი მეფე გვყავდა და თბილისში კინტოების ტრადიციაც იყო! ჩვენთან კანის ფერის და რელიგიური ნიშნით არ ვდევნით! თქვენს ქვეყანაში კი იდევნებიან
ლადო სადღობელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნან სოციალური ქსელით მიმართავს.
“კვირა” მის პოსტს უცვლელად გთვაზობთ.
“ქბნმა კელი დეგნანმა იცის, რომ მის ქვეყანაში დღემდე დევნიან შავკანიანებს? მის ქვეყანაში დღემდე ცალკეა შავკანიანების რესტორანი და ცალკეა თეთრებისთვის!
– ქბნმა კელი დეგნანმა იცის, რომ მის ქვეყანაში დღემდეა ინდიელების რეზერვაციები? ანუ პრაქტიკულად ისეთივე ოკუპანტები ხართ როგორიც რუსები არიან ჩვენთან!
– ქბნმა კელი დეგნანმა იცის, რომ მის ქვეყანაში წელიწადში რამოდენიმე ასეულ ჰომოსექსუალს კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალები არიან?
– ქბნმა კელი დედგანმა იცის, რომ მის ქვეყანაში ყველაზე მრავლადაა წარმოდგენილი ულტრა მენარჯვენეები და ნამეტანი გაზრდილია ფაშისტური ორგანიზაციების რიცხვი? მეტიც ყველა ტრამპის მომხრე (რაც თითქმის ნახევარია აშშ-ს მოსახლეობის) არის მემარჯვენე და ეწინააღმდეგება LGBT-ება და ემიჯნება ფეიკნიუსების გამავრცელებელ ანგაჟირებულ ტელევიზიებს?!
– ქბნო კელი ჯერ საკუთარ “სახლში” დაალაგე და მერე გვირჩიე აქ ჩვენს კავკასიურ ცენტრში რა და როგორ ვაკეთოთ!
– აქ ნუ უნთებთ კაცთმოძულეებს რევოლიუციისთვის მწვანეს! ეგენი ხალხს ცოცხებით, ხელკეტებით, ბოთლებით და წყლის მილებით აუპატიურებდნენ წლები! ეგენი ახალგაზრდებს უსაფუძვლოდ ქუჩაში ხვრეტდნენ! და თქვენ მათ ექომაგებით? მოძალადეების და სადისტების მხარეს დგახართ? და ასე გინდათ ქართველების გული მოიგოთ?!
– მე კიდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია 20 საუკუნეს მაინც ითვლის, თქვენი 3-საც კი ვერ ითვლის ჯერ! ჩვენ ქალი მეფე გვყავდა და თბილისში კინტოების ტრადიციაც იყო! ჩვენთან კანის ფერის და რელიგიური ნიშნით ხალხს არ ვდევნით! თქვენს ქვეყანაში კი იდევნებიან ამ ნიშნებით!
Ps ფულით ყველას და ყველაფერს ვერ იყიდი! სხვა დანარჩენისთვის მასტერ ქარდია”, – წერს იგი.