გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია “კვირას” წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, გოგი წულაიას 6-000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.